კახეთში ბოლო რამდენიმე დღეში კორონავირუსით გარდაცვალების 8 შემთხვევაა დაფიქსირებული
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. ასევე ფიქსირდება ვირუსით გარდაცვალების ფაქტებიც.
დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის, კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, კორონავირუსის დაფიქსირებიდან დღემდე კახეთში გარდაცვლილი 8 პირი.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტების მიხედვით ვირუსით გარდაცვალების ფაქტები შემდეგნაირად გამოიყურება:
,,დღეის მდგომარეობით კახეთში გვაქვს გარდაცვალების 8 შემთხვევა, თელავი -2, გურჯაანი -2, ყვარელი -1, საგარეჯო -1, სიღნაღი -1, ლაგოდეხი -1”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ასაკოვანი პირები არიან, რომლებსაც თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ. ყველაზე ახალგაზრდა კი რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, გურჯაანის სოფელ ველისციხის მკვიდრი 45 წლის მამაკაცია.
ბოლო 24 საათში კახეთში კორონავირუსით ინფიცირების 69 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ ლაგოდეხის კოვიდ კლინიკაში მკურნალობდნენ.
knews.ge არკვევს დამატებით დეტალებს და ინფორმაციას უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.