კახეთში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, საქართველოში 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 911 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის კახეთში – 2.
დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან კახეთში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.