ლაგოდეხში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ვირუსი დაუდასტურდა სოფელ აფენში მცხოვრებ ცოლ-ქმარს.
კორონავირუსის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა სოფლებში ქვემო ნაშოვარსა და რაჭისუბანში.
knews.ge-ს ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირდა სოფელ აფენში მცხოვრები ქალი, რომელიც სკოლის მოსწავლის მშობელია.
მან ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკას თავად მიაკითხა. არსებული ინფორმაციით, ქალს აღენიშნება მწვავე პნევმონია. ეპიდემიოლოგები დაინფიცირებული პირის ყველა კონტაქტს იკვლევენ.