თელავიდან თბილისის კოვიდ კლინიკაში გადაყვანილი მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა
თელავში კორონავირუსით ინფიცირებული პირი, რომელიც ორი კვირის წინ თბილისის კოვიდ კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს, გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი საშემოსავლო სამსახურის თელავის სერვის- ცენტრის კლასტერიდან იყო.
55 წლამდე ასაკის პაციენტი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით სამკურნალოდ, დაახლოებით, ორი კვირის წინ გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, შემოსავლების სამსახურის თელავის სერვის- ცენტრში, კორონა ვირუსის შემთხვევები, ერთი თვის წინ გამოვლინდა. კოვიდ- 19- ით, ერთდროულად, 9 თანამშრომელი დაინფიცირდა. შემდგომში, ვირუსი დაუდასტურდათ, მათ კონტაქტებსა და ოჯახის წევრებს, რამაც რეგიონში შემთხვევების ზრდა გამოიწვია.
დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონში კორონა ვირუსის 1449 დადასტურებული შემთხვევაა.