თელავში მამაკაცმა ცოლი მოკლა
თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.