knews.ge-ს ჟურნალისტმა მედია კონკურსის პირველი ადგილი მოიპოვა
,,კახეთის ხმის” ჟურნალისტმა მაკა ხაზიურმა, სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში, გამოცხადებულ ჟურნალისტების კონკურსში გაიმარჯვა.
კონკურსის მიზანი იყო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა.
,,საუკეთესო სტატიის ნომინაციაში პირველი ადგილი ავიღე, რაც დიდი სტიმულია ჩემთვის. მასალა, რომელმაც ჯილდო მიიღო ეხებოდა ყრუ და სმენადაქვეითებული პირების პრობლემებს თელავის მუნიციპალიტეტში. სტატიაში მოთხრობილი იმ იყო გმირების ისტორიები, რომლებიც გარკვეული სახის პრობლემებს აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში”.
კამპანია მოიცავდა 3 ძირითად მიმართულებას:
სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებები;
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობა;
სამოქალაქო აქტივიზმი;
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის, (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების, (CSRDG) განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრებთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.