თელავში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
თელავში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, 50 წლამდე ნონა ლაზარიაშვილი დუბაიში ცხოვრობდა და თელავში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.
მათივე თქმით, ცოლ-ქმარი გაცილებულები იყვნენ და მამაკაცი სავარაუდოდ შვილის სანახავად იყო ჩამოსული. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
შეგახსენებთ, ჭონქაძის ქუჩაზე მამაკაცმა ცოლი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, თავად კი თვითმკვლელობა სცადა, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდაცვლილი ქალის ცხედარი მისმა შვილმა ნახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.