ბუშეტის ბაღი გამოძიების დასრულებამდე დაკეტილი იქნება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის ბაღი გამოძიების დასრულებამდე არ გაიხსნება.
ბაღების გაერთიანების უფროსის, თინიკო ხანჯალიაშვილის თქმით, გამოკვლევის პასუხები ორშაბათს გახდება ცნობილი, რომლის შემდეგაც გაირკევა ინტოქსიკაცია რამ გამოიწვია.
,,რამდენიმე ვარაუდი არსებობს, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია ინტოქსიკაცია, თუმცა ველოდებით რეალურ მიზეზს. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და სანამ არ დასრულდება გამოძიება, მანამდე ბაღი დაკეტილი იქნება’’,-განაცხადა თინიკო ხანჯალიშვილმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.