ერთი მოპედით და ჩანთით დაწყებული ბიზნესი თელავში
თელავში მიტანის სერვისი ,,თელივერი” შეიქმნა, რომელიც ადგილობრივებს შეძენილი პროდუქციის ადგილზე მიტანას სთავაზობს. კომპანიამ საქმიანობა ერთი მოპედით დაიწყო.
საქმის დაწყება თავიდან რთული და გამოწვევებით სავსე პროცესი იყო. პარტნიორების დახმარებით კი მათ წარმატებას უმცირეს დროში მიაღწიეს. მათს სერვისზე მოთხოვნის გაზრდა პანდემიამაც გამოიწვია.
“ამბიციური გეგმებით გავაგრძელებთ ოპერირებას. ჩვენი მიზანია, რეგიონში მიტანის სერვისის მაღალი სტანდარტის დანერგვა, რომელიც აერთიანებს მომსახურებაზე ორიენტირებულ პროფესიონალ კადრებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც სერვისს ერთდროულად მარტივს, სწრაფსა და კომფორტულს გახდის”,– აცხადებს knews ge-თან ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან მესხიშვილი.
მარიამ ოქროვცვარიძე, თორნიკე ხალხელაური