რა შემთხვევაშია კოვიდ 19-ზე ტესტი ფასიანი და რა მდგომარეობაა თელავის კოვიდ კლინიკაში
თელავის რაიონული საავადმყოფო კოვიდ კლინიკად გადაკეთდა. გამოყოფილი საწოლების რაოდენობა 60-ია, რომლებიც ამ ეტაპზე სრულად შევსებულია, მომართვიანობა კი ძალიან მაღალი.
მოსახლეობას ტესტის გასაკეთებლად საკმაოდ დიდ რიგში უწევთ დგომა. თუ გაქვთ სიმპტომები, უნდა დარეკოთ ოჯახის ექიმთან ან საავადმყოფოს ცხელ ხაზზე.
“სიმპტომების შემთხვევაში კოვიდზე ტესტები კეთდება უფასოდ, ხოლო თუ არ გაქვთ სიმპტომები და თქვენი სურვილით გსურთ ტესტის გაკეთბა შეგიძლიათ მიმართოთ ,,ავერსის” კლინიკას. აუცილებლად დაიცავით დისტანცია, ხელის ჰიგიენა და ატარეთ პირბადე “ – განუცხადა Knews.ge – ს თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა ზურა საჩიშვილმა.
თუ არ გაქვთ სიმპტომები და გსურთ ტესტის გაკეთება ამ შემთხვევაში არის ფასიანი და იგი ,,ავერსის” კლინიკაში კეთდება.
,,ავერსის: კლინიკის ცხელი ხაზი : 0322500700
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელი ხაზი : 0350271215
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე