კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2726-მდე გაიზარდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2726-მდე გაიზარდა. რეგიონში დღეს 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რეგიონში დადასტურებული შემთხვევების სრული სტატისტიკა კი ასეთია – ახმეტა 158, თელავი -790, ყვარელი – 240, ლაგოდეხი – 297, გურჯაანი -571, სიღნაღი-179, დედოფლისწყარო -234 და საგარეჯო -257,
ამ ეტაპზე მკურნალობს კურსს გადის 1907 პირი, მათ შორის 1730 დატოვებულია ბინაზე , 24 კოვიდ სასტუმროში, 153 კი კოვიდ კლინიკაში.
თვითიზოლაციაში რჩება 2079 პირი, რეგიონის მასშტაბით არსებულ საკარანტინო ზონაში კი 112 მოქალაქე. კახეთში ვირუსისაგან გარდაიცვალა 20 ადამიანი.
ავტორი: მაკა ხაზიური