სოფელ მატანში მცხოვრები მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრები 65 წლის კაცი კორონავირუსით გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.
მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
კახეთის რეგიონში, ბოლო რამდენიმე კვირაში კორონავირუსით გარდაცვალების მე- 20 შემთხვევაა დაფიქსირებული.