სოფელ ახაშენში მცხოვრები 72 წლის კაცი კორონავირუსით გარდაიცვალა
კახეთი კორონავირუსით 72 წლის წლის კაცი გარდაიცვალა. დაინფიცირებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნიდან იყო და მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.
გუშინდელი მონაცემებით, რეგიონში COVID- 19- ის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს მონაცემები 11 669- მდე გაიზარდა. ახალი ინფიცირებულების 30 კონტაქტი ეპიდემიოლოგებმა უკვე მოიძიეს.
რეგიონში ამ ეტაპზე გადის მკურნალობას 178 მოქალაქე, მათ შორის 124 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 54 იმყოფება კოვიდ კლინიკაში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 257-ია, თვითიზოლაციიდან კი 67 ადამიანი მოიხსნა.
ვირუსი სულ 11377 პაციენტმა დაამარცა, ჯამში კი 114 ადამინი გარდაიცვალა.