გურჯაანში ორსული გოგონა კოვიდ 19 ის ვირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა
გურჯაანში ახალგაზრდა ორსული ქალი კოვიდ 19-ის გართულების შედეგად გარდაიცვალა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, გოგონას კოვიდ 19-ის აცრა ჩატარებული არ ქონდა, დაავდება თავიდან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით გართულებები დაერთო, რასაც რამდენიმე კვირიანი მკურნალობა მოჰყვა. მედიკოსების ჩარევის მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია.