ვინ არის ორსული გოგონა, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა
დღეს, დილით კორონა ვირუსით, გურჯაანში მცხოვრები, მშობიარე ქალი გარდაიცვალა.
30 წლამდე ასაკის ქალს ვირუსი, რამდენიმე კვირის წინ დაუდასტურდა. ექიმებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თბილისის ერთ- ერთ საავადმყოფოში, მას საკეისრო კვეთა ჩაუტარეს, თუმცა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული ქალი, დღეს დილით გარდაიცვალა.
გარდაცვლილს, სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
“არასწორად იყვნენ ინფორმირებული, როგორც ჩანს, რომ ორსულის აცრა არ შეიძლება. სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მათ შორის, ახლადდაბადებული. გარდაცვლილის დედა გურჯაანში ცნობილი მოცეკვავეა”, -აცხადებენ ოჯახის ახლობლები.
კორონავირუსით საქართველოში, უკვე ოცზე მეტი ორსული გარდაიცვალა.
ორსულებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ფაიზერით აცრა, უკვე რამდენიმე თვეა, შესაძლებელია.