სურსათის ფასმა გასულ წელთან შედარებით 18%-ით მოიმატა
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა წელთან შედარებით 12.8%-ით გაიზარდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარის თანახმად, ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია სურსათის ფასების 18%-იანმა მატებამ. ასევე საწვავის გაძვირებამ.
ჯგუფების მიხედვით, ფასების ზრდა ასეთია:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.73 პროცენტული პუნქტით აისახა.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.6%-ით, რაც 2.4 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფიქსირდება ფასების 11.9%-იანი მატება, რაც 1.75 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.65 პროცენტული პუნქტი შეადგინა.