თელავში დაუდგენელმა პირმა, ბიზნესმენ ფაზილ ალიევის კუთვნილ ავტომაღაზიას ესროლა
სროლა თელავში- ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, ბიზნესმენ ფაზილ ალიევის კუთვნილ ავტომაღაზიას ესროლა.
ფაზილ ალიევი, რამდენიმე დღის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარი კონფლიქტის ერთ- ერთი მონაწილეა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარის შედეგად დაშავებულები არ არიან.
ერთ- ერთი ვერსიით, მაღაზიას განაწყენებულმა მომხმარებელმა ესროლა. მეორე ვერსიით, კი სროლა რამდენიმე დღის წინ, თანასოფლელებს შორის მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
თავად ფაზილ ალიევმა, თელავის რეფერალური საავადმყოფო რამდენიმე ხნის წინ დატოვა, სადაც სოფელში მომხდარი კონფლიქტის დროს მოხვდა.