კახეთში დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსით 41 ადამიანია გარდაცვლილი
კახეთის რეგიონში კორონავირუსით დღემდე 41 ადამიანია გარდაცვლილი.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირებიდან ზოგი ბინაზე გადიოდა მკურნალობას, უმეტესობა კი კახეთის რეგიონში მოქმედ კოვიდ კლინიკებში ებრძოდნენ კორონავირუსს.
ექიმების განცხადებით, თითქმის ყველა პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ვირუსთან ერთად თანმდევი დაავადებები გახდა, რის გამოც პაციენტების გადარჩენა ვერ შეძლეს.
დღეს რეგონში ვირუსის 252 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონში დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 500–ს მიაღწია, ვირუსი კი დაამარცხა 3 163–მა ადამიანმა.