ამირან გამყრელიძე – კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი მაისის პირველ ორ კვირაში იქნება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში იქნება.
„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესებულია და ალბათ, მოსალოდნელია კიდევ უფრო ზრდა. ჰელსმეტრიკის მონაცემებით ჩვენ პიკში უნდა შევიდეთ აპრილის ბოლოს – მაისის პირველ ორ კვირაში. გაინტენსივებულია ტესტირება. გუშინ გვქონდა 30241 ტესტი და 1310 ახალი შემთხვევა არის აქედან. გამოჯანმრთელების პროცენტი ოდნავ ქვემოთ მოდის, 94%-ია. იცით, რომ ასული ვიყავით 97%-ზე. სიკვდილიანობის პროცენტი ისევ 1,3-ის ფარგლებშია. ვფიქრობ, ისეთი დრამატული, როგორც ნოემბერ-დეკემბერი გვქონდა, არ უნდა იყოს ეს პიკი ბევრი ფაქტორის გამო“, – განაცხადა გამყრელიძემ.