ახალი ამბები

ძლიერმა ქარმა გურჯაანი-აფენის დამაკავშირებელ საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა შეაფერხა

ძლიერმა ქარმა გურჯაანი-აფენის დამაკავშირებელ საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა რამდენიმე წუთით შეაფერხა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გზის პირას რამდენიმე ხე წაიქცა და გზა ჩახერგა. ადგილზე უკვე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო.

ამ ეტაპზე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილებით გადაადგილება ნაწილობრივ აღდგა.