ახალი ამბები

ლაგოდეხში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ,,ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომელი გარდაიცვალა

ლაგოდეხში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით,მამაკაცს კაცს დენმა იმ დროს დაარტყა, როცა ის ძლიერი ქარის დროს დაზიანებული კაბელების შეკეთებას ცდილობდა.

ელექტროენერგიის დარტყმამ, შოკი გამოიწვია და კომპანიის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.