პანკისის სათემო რადიოს ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
პანკისის სათემო რადიოს ორ თანამშრომელს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას თავად მედია ორგანიზაცია ავრცელებს.
სათემო რადიოში განმარტავენ, რომ ინფიცირებული პირები თავს კარგად გრძნობენ და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
,,Covid 19-ის პანდემიის გამო, პანკისის სათემო რადიო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვით მუშაობდა, დღეიდან კი მთლიანად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. რადიო თანამშრომლებს და სხვა კოვიდინფიცირებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვესურვებთ’‘,- აცხადებენ პანკისის სათემო რადიოში.