თელავის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ხმების უმეტესობა ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა მოიპოვა
თელავის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რომელიც სოფელ კისისხევის ორ და ნასამხრალის ერთ საარჩევნო უბანს მოიცავდა, ხმების უმრავლესობა ,,ქართული ოცნების” კანდიდატმა 45, 31% (677 ხმა) გიორგი მეტრეველმა მოიპოვა.
ხმების 38, 15% ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ნანა ხეჩოშვილმა დააგროვა. თელავის მე-17 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის თქმით, აღნიშნულ უბნებზე სულ 2 000 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, სოფელ კისისხევში მაჟორიტარ დეპუტატს ზაქარია ყარსაშვილს უფლებმოსილება გასულ წელს შეუწყდა.
ავარიის გამო, რომლის დროსაც 1 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნული პირის წინააღმდეგ თელავის რაიონულმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.