ყვარლიდან იტალიაში წასული ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა
55 წლის ხათუნა ბუიშვილი, ბოლო დღეების განმავლობაში, სან- პაულოს საავადმყოფოში მკურნალობდა და ის დღეს გარდაიცვალა.
იტალიაში ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, კორონა ვირუსის შედეგად განვითარებული თრომბოემბოლია გახდა. გარდაცვლილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია და ის, რამდენიმე წელია, ემიგრაციაში, ქალაქ ბარიში იმყოფებოდა.
მისი ოჯახის წევრები, შვილი და დედა საქართველოში იმყოფებიან. ემიგრანტი ქალი, კახეთში ცნობილი ექიმის ძმისშვილია. ჯერ-ჯერობით მისი საქართველოში გადმოსვენების თარიღი ცნობილი არ არის.