საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
არსებული ინფორმაციით, COVID-19-ზე ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსზე.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სამსახურის თანამშრომლები მუშაობას მორიგეობის გრაფიკით აგრძელებენ.
დღეს კახეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთა ჯამში კი ამ რიცხვმა 4 400-ს გადააჭარბა.