შეიზღუდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება
კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, შეიძლება დღის წესრიგში ისევ დადგეს საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ “დღის კურიერის” ეთერში ისაუბრა და განმარტა, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვების დაწესება არ განიხილება, თუმცა მიმდინარეობს დაკვირვება.
“დღევანდელი მდგომარეობით, ეს საკითხი არ განიხილება, თუმცა ჩვენ შევხედავთ სიტუაციას 7 დღიანი ინტერვალებით, ტენდენცია როგორ განვითარდება და გარკვეულწილად, მობილობის შეზღუდვის ერთ-ერთი საშუალება არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული ლიმიტირება. დღეს ამაზე საუბარი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუკი ამის აუცილებლობა დადგა, მოგვიწევს იმ გზის გამეორება, რაც გავიარეთ მეორე ტალღის შემდეგ” – განაცხადა გაბუნიამ .