ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება
საქართველოში ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სპეციალური ვებგვერდი შეიქმნება და მოქალაქეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ მათთვის სასურველი ვაქცინა.
“ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ, წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და აირჩიონ ვაქცინის ნებისმიერი ის სახეობა რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება და დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება.
კვლევა დაგვეხმარება, მივიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილება და ასევე იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმ გადაწყვეტილების მისაღებად თუ რომელი ვაქცინები იქნება ქვეყანაში შემოტანილი”, – განაცხადა ტიკარაძემ.