ლაგოდეხში კორონავირუსი შუახნის ქალს დაუდასტურდა
ლაგოდეხში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული ქალი არსებული კლასტერის კონტაქტია. ეპიდემიოლოგები მისი კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ, თავად კოვიდინფიცირებული, თბილისის ერთ-ერთ სპეციალიზირებულ კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაგოდეხში ვირუსის 12 დადასტურებული შემთხვევაა.
შეგახსენებთ, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საველე სამედიცინო კარავი 14 სექტემბერს მოეწყო , სადაც მოქალაქეების თერმოსკრინინგი და უფასო PCR ტესტირება მიმდინარეობს. მასობრივ თერმოსკრინინგს გადიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეშიც.