ახალი ამბები

სოფელ კალაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰიუნდაის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
ტელეკომპანია ,,გურჯაანის” ინფორმაციით, მანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ამ წუთებში
ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.