სოფელ კარდენახში 24 წლის მამაკაცი დაჭრეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
შემთხვევა გუშინ ღამით, თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტის დროს, მამაკაცმა თანასოფლელს დაზიანება მუცლის არეში მიაყენა.
დაჭრილი ახლგაზრდა გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაბილურია.
მომხდარ ფაქტზე, სამართლადამცავებმა ერთი პირი დააკავეს. გამოძიება, საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლუთ დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.