დავით სონღულაშვილი გავრილოვის საქციელზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა გამოძიების დაწყება და ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯა მოითხოვა.
„უკიდურესად შეშფოთებული და აღშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რაც დღეს პარლამენტში მოხდა. ოკუპანტი ქვეყნის არცერთი წარმომადგენლის ადგილი არ არის ქვეყნის ყველაზე მაღალ ტრიბუნასთან.
მოვითხოვ, დაინიშნოს გამოძიება და დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი, ვინც ამ სამარცხვინო ლაქის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გაჩენის შესაძლებლობაც კი დაუშვა!“- აღნიშნულია განცახდებაში, რომელიც დეპუტატის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.