გურჯაანში ,,ბეკოს“ ახალი მაღაზია გაიხსნა
ქალაქ გურჯაანში რუსთაველის ქუჩაზე ,,ბეკოს“ ახალი მაღაზია გაიხსნა. მაღაზია მომხმარებლებს სხვადასხვა სახის ტექნიკას, მსხვილ და წვრილმანი ტექნიკის ფართო სპექტრს სთავაზობს.
,,ბეკოს“ ოფიციალური დილერი გურჯაანში, მაღაზიის მფლობელი ნიკა გეთიაშვილი განმარტავს, რომ ახალი მაღაზიის გახსნით ამკვიდრებენ ახალ სტანდარტს როგორც სერვისის ისე მომსახურების კუთხით.
,,ბეკოს“ ახალი მაღაზია გავხსენით გურჯაანში, სადაც წარმოდგენილია ფართო სპექტრი საყოფაცხოვრებო და წვრილმანი ტექნიკის. ახალი მაღაზიის გახსნით ვამკვიდრებთ ახალ სტანდარტს როგორც სერვისის ისე მომსახურების კუთხით. ჩვენ გვინდა, რომ მიუხედავად რეგულაციებისა, რომელიც ძალიან გვიშლის ხელს ბევრი მიმართულებით, დავასაქმოთ მეტი ადამიანი.
იმედი გვაქვს, რომ ეს რეგულაციები შერბილდება, რომ სამომავლოდ განვითარების პერსპექტივა მეტი დავინახოთ, გავფართოვდეთ და შესაბამისად დავასაქმოთ მეტი ადამიანი. ,,ბეკოსთან’’ ვთანამშრომლობთ უკვე 10 წელია და ჩვენი თანამშრომლობა არის ძალიან ნაყოფიერი. ახალი მაღაზიის გახსნასთან ერთად ჩვენ გვექნება აქციებიც. დღეს და ხვალ გვაქვს 30% -მდე, ფასდაკლება ყველა ტექნიკაზე’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნიკა გეთიაშვილმა.