ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის IV ფაზის შესახებ თბილისში საკონსულტაციო კონფერენცია გაიმართება
თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მომავალი IV ფაზის შესახებ საკონსულტაციო კონფერენციას გამართავს.
კონფერენციის მიზანს ENPARD IV-ის ორი ძირითადი პროგრამული მიმართულების სოფლის განვითარების და სურსათის უვნებლობის / სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტების პრიორიტეტულ საკითხთა განსაზღვრის პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირება და ჩართულობა წარმოადგენს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, აკადემიის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) და სოფლის განვითარების ინიციატივების გამოფენა.
კონფერენცია 17 აპრილს 09:30 სთ-ზე შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში იმართება.