გურჯაანში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა
გურჯაანში კორონავირუსით 57 წლის ექიმი ზაზა იმერლიშვილი გარდაიცვალა.
ის წლების განმავლობაში მეან-გინეკოლოგად მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, იგი რამდენიმე დღე სახლში მკურნალობდა, შემდეგ კი მცხეთაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა თანმხლები დაავადებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ზაზა იმერლიშვილი ბოლო წლებში თბილისში, „იმედის კლინიკაში“ მუშაობდა. 2017 წელს მას გურჯაანის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.
ავტორი: მაკა ხაზიური