მაია ბეროშვილის ინიციატივა- აჩუქე წიგნი შენი სოფლის ბიბლიოთეკას
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მაია ბეროშვილი ინიციატივით გამოდის.
ის საზოგადოების აქტიურ წევრებს მიმართავს და მოუწოდებს ხელფასიდან სოფლის ბიბლიოთეკებისთვის წიგნების ყიდვის აქციაში ჩაერთონ.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მან სოფელ ნანიანის ბიბლიოთეკას 11 წიგნი აჩუქა.
,,ყველა ბიბლიოთეკას სჭირდება წიგნადი ფონდის განახლება. ყოველ თვე ჩემი ხელფასიდან 100 ლარის წიგნები ექნება თითოეულ ბიბლიოთეკას საჩუქრად ჩემგან. მიიღეთ ახალი გამოწვევა და #აჩუქეწიგნი თქვენი სოფლის ბიბლიოთეკას”, –აცხადებს მაია ბეროშვილი