თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა „2020 წლის რთველის ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ“ მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული ის ღონისძიებები განიხილეს, რომლებიც რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვას უზრუნველყოფს.
ლევან დავითაშვილის თქმით, ხელისუფლება რთველის ჩასატარებლად მზად არის და მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პროცესში არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.
ლევან დავითაშვილის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, რთველი სუბსიდიის სახით მხარდაჭერის გარეშე წარმატებით ტარდებოდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ ღვინის ინდუსტრია ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და მთავრობამ ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირება გადაწყვიტა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.
ამასთან, შესყიდული ერთი კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ერთი კგ ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა: ერთი კგ რქაწითელისთვის – 0,30 ლარი; ერთი კგ კახური მწვანისთვის – 0,30 ლარი;