ლაგოდეხსა და გურჯაანში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში კორონავირუსით გარდაცვალების ახალი ფაქტები დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი მამაკაცი.
არსებული ცნობებით, 53 წლის მამაკაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან იყო. ის ლაგოდეხის კოვიდ კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს.
მეორე გარდაცვლილი კი ლაგოდეხის მკვიდრია, რომელიც ასაკოვანია. მას კლინიკაში შეყვანისას თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა. ორივე მათგანი კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.
ამ დროის მონაცემებით, კახეთში კორონავირუსის შემთხვევები 1216 მდე გაიზარდა.
ყველაზე მეტი ინფიცირებული თელავში ფიქსირდება.
კახეთში ბოლო რამდენიმე დღეში კორონავირუსით გარდაცვალების 8 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან: თელავში -2, გურჯაანში -2, ყვარელში -1, საგარეჯში -1, სიღნაღში -1, ლაგოდეხში -1.