კახეთში ხვალიდან ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია სეტყვა და ქარი
15 სექტემბერს გვიან საღამოდან, 16 სექტემბრის დილამდე და 16 სექტემბერს გვიან საღამოდან, 17 სექტემბრის დილამდე კახეთის რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ალაზნის მარცხენა შენაკადებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.