რამდენად გაიზარდა ან შემცირდა კახეთში ცხოველებისგან დაკბენის ფაქტები
კახეთში ბოლო სამ წელში ცხოველებისგან დაკბენა-დადორბვლა- დაკაწვრის 12 304 შემთხვევაა დაფიქსირებული.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 2018 წელს რეგიონში დაფიქსირდა 4 456 შემთხვევა, 2019 წელს 4 464 , ხოლო 2020 წელს -3 384.
მისი განმარტებით, შემცირება სავარაუდოდ დაკავშირებულია საკარანტინო-შემზღუდველი ღონისძიებების დაწესებასთან. ნელი ხიზანიშვილის თქმითვე, კომენდანტის საათის დროს შემცირებულია მოქალაქეთა გადაადგილება, განსაკუთრებით ღამის საათებში.