როგორია ეპიდსიტუაცია კახეთის რეგიონში
კახეთის რეგიონში ბოლო 12 საათში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 11 567- მდე გაიზარდა.
რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით განახლებული ეპიდემიოლოგიური სურათი ასე გამოიყურება: ახმეტა-762, გურჯაანი-2685, დედოფლისწყარო -786, თელავი -2590, ლაგოდეხი – 1567, საგარეჯო -1403, სიღნაღი-825 და ყვარელი -949.
ეპიდემიოლოგების თქმით, ამ ეტაპზე რეგიონში 203 ადამიანი გადის მკურნალობას , მათ შორის 155 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 48 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში. თვითიზოლაციაში რჩება 346 მოქალაქე. სულ ვირუსი 11 246 – მა ადამიანმა დაამარცხა, 112 პაციენტი კი გარდაიცვალა.