ახალი ამბები

“სკოლიდან გადამყავს ბავშვი იმის გამო რომ არ გახდეს იძულებული თავი მოიკლას” – ბულინგი კახეთში

კახეთის რეგიონში არსებულ ერთ–ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე დააბულინგეს.
როგორც knews.ge-ს 12 წლის მოზარდის დედამ განუცხადა, იგი იძულებულია, რომ შვილი სხვა სკოლაში გადაიყვანოს.
,,ბავშვი სამი წელია ამ სკოლაში გადავიყვანე და ამ ხნის განმავლობაში სულ ვაფრთხილებდი მოეგვარებინათ პრობლემა. ჩემი შვილი ეხლა რომ მივიდა სკოლაში, ბავშვები არტყავენ, ისევ დასცინიან და რიყავენ. სკოლა დაცული არ არის და ყველა ყველაფერს აკეთებენ მოსწავლეები რაც მოესურვებათ. ხვალ გადმომყავს იმის გამო რომ არ გახდეს იძულებული, თავი მოიკლას. გუშინ ვეღარ ვაწყნარებდი”.
ბავშვის მშობელი ა.ა knews.ge-სთან აცხადებს, რომ მიუხედავად არაერთი თხოვნისა სკოლის მხრიდან რეაგირება არ მოხდა.
knews.ge დამატებით დეტალების მოპოვებას ცდილობს.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე
ექსკლუზივი