იცავენ თუ არა უსაფრთხოების წესებს თელავში
კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია დღითიდღე უარესდება. ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მიუხედავად საშიშროებისა, თელავში თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე უამრავ ადამიანს ნახავთ.
თერმოსკრინინგის გავლისა და პირბადის გარეშე მოძრაობენ როგორც ბანკებში, ასევე მაღაზიებსა და აგრარულ ბაზარში.
მედიკოსების თქმით, უსაფრთხოებისთვის აუცილებელია პირბადის გამოყენება და ხელის ხშირი დაბანა.
ავტორი: თორნიკე ხალხელაური