თელავში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა
თელავში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, “ჰონდა” – ს მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიატულეს დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა შუახნის ქალი გზის გადაკვეთას ცდილობდა.
მიყენებული დაზიანებებით ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში მოათავსა, თუმცა პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.