თელავში ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ქალაქ შესასვლელში, ცენტრალურ მაგისტრალზე, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შუახნის ქალი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.
სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე, ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.