სოფელ ველისციხეში წიპწის ფქვილისგან დიაბეტური პურის წარმოება იგეგმება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში წიპწის ფქვილისგან დიაბეტური პურის წარმოება იგეგმება.
წიპწის გადამამუშავებელი ქარხანა სოფელში ორი წლის წინ გაიხსნა. საწარმო თანამედროვე სტანდარტების უცხოური წარმოების მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი.
ველისციხის ქარხანა პირველია საქართველოში, რომელმაც წიპწის გადამუშავება და მისგან ზეთის წარმოება დაიწყო. პირველივე წელს 750 ტონა წიპწის ზეთი აწარმოეს, ხოლო მეორე წელს – 3300 ტონა. წარმოებული პროდუქცია კი ექსპორტზე გააქვთ.
წიპწის გადამამუშავებელი საწარმო, სამომავლოდ, წიპწის ფქვილისგან დიაბეტური პურის წარმოებასაც გეგმავს. საწარმოში მუდმივად 25 ადამიანია დასაქმებული, სეზონზე კი მათი რაოდენობა იზრდება.
წიპწის გადამამუშავებელი საწარმო ,,ქართული ოცნებიდან” გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა მოინახულა.