სოფელ მატანში 62 წლის პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის მატანში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ინფიცირებულია 62 წლის პაციენტი.
,,აღნიშნული შემთხვევა დაკავშირებულია მატანში დარეგისტრირებულ კლასტერთან. ის არის 13 სექტემბერს დადასტურებული შემთხევის კონტაქტი. აღნნიშნული პირი იმყოფებოდა კლინიკაში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად. დადასტურებაც მოხდა კოვიდ კლინიკაში”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთის რეგიონში კორონავირუსის სულ 37 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან: ლაგოდეხი -11 მატანი – 16, ველისციხე – 7, სიღნაღი – 2, ყვარელი -1.