სოფელ ენისელში კორონავირუსით ინფიცირებული პირის 10 კონტაქტია მოძიებული
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, კოვიდინფიცირებული პირის 10 კონტაქტია გამოვლენილი, მათ შორის ექიმი, რომელთანაც შეხება ჰქონდა ინფიცირებულს.
,,ყვარლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ მოძიებულია მისი 10 კონტაქტი, მათ შორის ექიმი, რომელთანაც იყო კონსულტაციაზე. ყველა ეს პირი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. რაც შეეხება წყაროს, პაციენტის ოჯახის წევრებს აქვთ ბათუმში მოგზაურობის ისტორია”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.