ლაგოდეხში კორონავირუსი სკოლის მოსწავლეს დაუდგინდა
ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნუნუ ნოზაძეს ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო, ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარის რეგიონში მოგზაურობის ისტორია აქვს.
,,მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიქტში იყო დაბადების დღის აღსანიშნად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. სულ მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და ეპიდკვლევა გრძელდება”,– განაცხადა ნუნუ ნოზაძემ.
ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვის განახლდა და თუ დამატებითი ზომების მიღება იქნება საჭირო, ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.
სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლესთან ორ თანაკლასელს ჰქონდა კოტაქტი, რომლებიც ახლა თვითიზოლაციში გადავიდნენ.
COVID 19-ის პირველი შემთხვევა ლაგოდეხში 13 სექტემბერს გამოვლინდა. კოვიდინფიცრებულ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს, აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს და ინფიცირების წყაროც ამ რეგიონს უკავშირდება.
კორონავირუსი დაუდასტურდა სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს თანამშრომლის ორ შვილს, მეუღლესა და ბაბუას.
საერთო ჯამში კახეთში 29 კოვიდინფიცირებულია. ლაგოდეხში -7, სიღნაღში– 2, მატანში -13 და ველისციხეში-7 შემთხვევაა დაფიქსირებული.