კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 323-ს გადააჭარბა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ -10323-ს გადააჭარბა.
მისი თქმით, რეგიონის 8 მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი შემთხვევები, თელავსა და გურჯაანში ფიქსირდება.
,,სულ დაფიქსირებული შემთხვევებიდან ახმეტის მუნიციპალიტეტში არის 696 შემთხვევა, გურჯაანში- 2248, დედოფლისწყაროში – 743, თელავში – 2348, ლაგოდეხში – 1433, საგარეჯოში – 1266, სიღნაღში- 714, ყვარელში – 875.
ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას შეადგენს 1 572 პირს, მათ შორის 1 438 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 7 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 127 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 8 658 გამოჯანმრთელდა, 93 გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობაა -1 047, სულ გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობაა -8 658″,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.