მთავრობამ ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვნული გეგმა დაამტკიცა
ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვნული გეგმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, სწორედ ამ გეგმაშია გაწერილი, როგორ მოხდება ქვეყანაში ვაქცინის შემოტანა და შესაბამისად, ვაქცინაცია.
ცნობისთვის, როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველო ტექნიკურად მზადაა ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად და ვაქცინაციის დასაწყებად.